"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარტიის საერთაშორისო მდივან კახა კუჭავასთან და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად სენტორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ სენატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ამ მიმართულებით მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები მოისმინა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიალოგის პროცესზე.
საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს სურვილი, იხილონ ოპოზიცია პარლამენტში, ხოლო მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები შემდგომი რეფორმების უზრუნველსაყოფად.
შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდა.
შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.