ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ორი ვერსიაა - პირველი, გახარიას დიდი ხანია უნდოდა წასვლა, მომენტი იხელთა და გახტა გვერდზე „ოცნებიდან“ და მეორე, შეიძლება ის ივანიშვილის თამაშიც იყოს, მაგრამ ორივე შემთხვევაში წარუმატებელი პროექტი იქნება
16-04-2021, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას წარუმატებელ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებს და კითხულობს, „რა უნდა გააკრიტიკოს გახარიამ, თვითონ რასაც აკეთებდა, ის უნდა გააკრიტიკოს?!“

 


როგორც ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, იგი უფრო იმ ვერსიისკენ იხრება, რომ გახარიას დიდი ხანია რაც ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა უნდოდა, „მომენტი იხელთა და გახტა გვერდზე „ოცნებიდან“.

 

 

„არის თუ არა გახარია ივანიშვილის პროექტი. ორი ვერსია არის. ერთი ვერსია, რომლისკენაც მე უფრო ვიხრები, სიმართლე რომ გითხრათ, არის ის, რომ გახარიას უბრალოდ... გახარიას დიდი ხანია უნდოდა წასვლა, მერე მომენტი იხელთა და გახტა გვერდზე „ოცნებიდან“. ფიქრობს, რომ საკმარისად კარგად იცნობს ივანიშვილს, ივანიშვილი ამას არ აპატიებს, უფრო ამ ვერსიისკენ ვიხრები. არ ვდებ თავს, რომ მაინც და მაინც 100%-ით ეს არის მართალი. შეიძლება, ივანიშვილის თამაშიც იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ იცის ივანიშვილის ხასიათი და შეიძლება ასეთი რამე არ აპატიოს, ამიტომ სჭირდება რაღაცნაირი დაცვა და ამიტომ საქართველოში საკმაოდ აპრობირებული გზა არის, რაც საკმაოდ ბევრს გაუვლია, პოლიტიკაში აქტიურდები და შემდეგ თუ შენ წინააღმდეგ საქმეებს აღძრავენ და ა.შ. გამოდიხარ და იძახი, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და ამის გამო მდევნიან. მეორე ვერსიაა, რომ ივანიშვილის პროექტი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, არც ერთ შემთხვევაში წარმატება არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ფოტოებს დებს და ბევრ მოწონებას აგროვებს. იმის თქმა მინდა, რომ ორივე შემთხვევაში წარუმატებელი პროექტია.

 

 

თუ ივანიშვილის თამაშია და უნდა ითამაშოს ოპოზიციონერობა იმ ხალხთან ერთად ვინც დღეს გადმოიწია და გადმოჯდა აქეთ მხარეს პარლამენტის შენობაში, ეს შეუძლებელია რომ გამოვიდეს იმიტომ, რომ ადამიანი სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ პრემიერი იყო, პირველი პირი იყო, არჩევნებზე გაიყვანა „ოცნება“, თავისი პროგრამით, თავისი დაპირებებით და ამბებით. მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე ეკონომიკის მინისტრი იყო, ბიზნესომბუდსმენი იყო, ანუ მთავარი პირი იყო ამ ხელისუფლებაში, მნიშვნელოვანი პირი ამ ხელისუფლებაში მთელი ამ ხნის განმავლობაში და ახლა რომ გამოვიდეს და დაიწყოს კრიტიკა, ოპოზიციაში ვარო, ეს ნიშნავს, რომ უნდა აკრიტიკოს „ქართული ოცნება“. ჯერ ვერ გავიგეთ, გარდა იმისა, რომ მელიას საკითხის გამო წამოვიდა, რა პრინციპული განსხვავება არსებობს გახარიას მსოფლმხედველობასა და „ქართული ოცნების“ არარსებულ მსოფლმხედველობას შორის, მე არ მესმის.

 

 

ახლა მთავარი პრობლემა ეკონომიკური პრობლემებია. მათ შორის პანდემიის გამო შემოღებული გიჟური რეგულაციები, რომელმაც დედა უტირა ყველაფერს - ლარი გარბის, ტურისტები არ შემოდიან და სად უნდა შემოვიდნენ, ფასები კატასტროფულად იზრდება, ანუ საშინელ დღეში ვართ და ეს მიდის ქვემოთ და ქვემოთ და ახლა გახარია უნდა გამოვიდეს და რა უნდა თქვას - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არასწორია და მე ვიცი რა არის სწორი და რა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში არასწორი, როცა შენ იყავი პრემიერი და მანამდე ეკონომიკის მინისტრი და ზუსტად ისეთივე ბოდვაშია „ქართული ოცნება“ დღეს, როგორც იყო გუშინ, ერთი წლის წინ, როგორც იყო ორი წლის წინ, 5 წლის წინ, არაფერი მათ პოლიტიკაში არ შეცვლილა. რა უნდა გააკრიტიკოს გახარიამ, თვითონ რასაც აკეთებდა, ის უნდა გააკრიტიკოს?!“ - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი