"საქართველოს ბანკი" 24 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, 24 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით.
"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით. ამ ფაქტით გამოწვეული შესაძლო ზარალი ბანკს სრულად აქვს დაზღვეული. "საქართველოს ბანკი" მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ხსენებულ ინციდენტს არ გამოუწვევია რაიმე სახის შეფერხება. ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც არ არის მითითებული თუ რა ოდენობის თანხით იზარალა ბანკმა მომხდარი ინციდენტისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.