გიორგი ვოლსკი: კარგი იქნება, თუ ვახტანგ მეგრელიშვილი თავს ზეციდან მოვლენილ კანონმდებლად არ ჩათვლის
16-04-2021, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სმენია, რომ „გირჩი” საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას მისვლას გეგმავს.

 


ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი „გირჩის” განცხადებას გამოეხმაურა და ვერ დააკონკრეტა, ისინი სადეპუტატო უფლებამოსილების დაწყებას გეგმავენ თუ არა.

 


„ვახტანგ მეგრელიშვილისთვის იარაღი არის მისი ლოგიკა და მისი საუბრის მანერა, მის მიერ ჩამოყალიბებული თეზისები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად სიახლეა. მას იარაღი არ სჭირდება, სიტყვაა მისი იარაღი. სერიოზულობასთან დაკავშირებით გვაქვს პრეტენზიები და არა მხოლოდ მეგრელიშვილთან, მაგრამ თუ მას მოსაზრებები აქვს, მას რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია, თუ კანონის სახეს მიიღებს. ამ ქვეყანაში კანონების შემოქმედი მხოლოდ პარლამენტია. ერთი ადამიანი ცდილობს, რომ კანონები თავად წეროს, ეს მიხეილ სააკაშვილია და მის კანონებზე უნდა ვიცხოვროთ. კარგი იქნება, თუ ვახტანგ მეგრელიშვილი თავს არ ჩათვლის კანონმდებლად ზეციდან მოვლენილად. მათი გადაწყვეტილება თქვენგან არ გამიგია, ვიცი, რომ ასეთი სურვილი აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას რომ დავინახავ, შემდეგ შევაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავდება ჩვენი შეხედულებები, პოლიტიკური პარტია, ვინც ნაბიჯს გადადგამს და ამომრჩევლის სურვილს შეასრულებს, ასევე საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებას მოემსახურება, ისტორიის წინაშე მართალი იქნება. ისტორია დაგვანახებს, რომ მწვავე დაპირისპირების მიუხედავად შეფასება იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე იქნება გაკეთებული, რომელსაც ურთულეს ეტაპზე ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს”, – განაცხადა ვოლსკიმ, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 


„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათს პარლამენტში მისვლას გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი