აკაკი მინაშვილი არჩილ თალაკვაძის განცხადებას, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით „კომპრომისზე წასვლად“ აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს
16-04-2021, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერით გამყარების მზადყოფნასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის მხრიდან „კომპრომისებზე წასვლად“ აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ დანიელსონის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ, ვიდრე არ მოხდება სრული შეთანხმება „პოლიტიკურ დევნილებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“.

 


„საერთო ერთიანი შეთანხმება ვერ მოხდება, ვიდრე არ იქნება პოზიციების შეჯერება პოლიტიკურ დევნილებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ „ნაციონალური მიძრაობის“ სახელით. ვიდრე ორ მთავარ საკითხზე არ მოხდება შეთანხმება, სრული შეთანხმება მიღებული ვერ იქნება. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები არის მთავარი საკითხები. ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ კომპრომისებზე წასვლა მოუწია იმ სამ საკითხზე, რომლებიც რეფორმებს ეხება, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს ორ მთავარ საკითხზე. ეს საკითხებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში კრიზისის მოგვარებისთვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

 


რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე 40-პროცენტიანი მხარდაჭერის საკითხს, მინაშვილის თქმით, ამაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმა არასწორია და მეტ კრიზისს გამოიწვევს.

 


„თქვენ გახსოვთ ორი კვირის წინანდელი პოზიცია, როდესაც რაიმე სახით ვადამდელი არჩევნების საკითხის გაგონებაზე „ქართული ოცნება“ რადიკალური ხდებოდა. ახლა ეს ვითარება შეიცვალა, თუმცა ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია თავისი არსით, რადგან განსხვავებული პრინციპის არჩევნებია.

 


შეიძლება, მაგალითად, ერთმა ადამიანმა ადგილობრივ არჩევნებზე აირჩიოს რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი და ცენტრალურ არჩევნებზე აირჩიოს სულ სხვა პარტიის წარმომადგენელი. სპეციფიკაა განსხვავებული და ამის აღრევა კიდევ უფრო დაძაბავს და უფრო მეტ კრიზისს შექმნის ქვეყანაში. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კრიზისი შეიქმნას. ამიტომ ეს ცალ-ცალკე უნდა იყოს. მარტივი გამოსავალი ამ კრიზისიდან სწორედ ვადამდელი არჩევნებია“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი