საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსის, მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში. მისი გარდაცვალება გულდასაწყვეტია ყველასათვის, ვინც თვალს ადევნებდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილი დააკლდება ჩვენს საზოგადოებას.
ჩემი კოლეგების სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.