„დაიბარეს ვაშინგტონში, მაგრად „გატისკეს“ -თავისი ადგილი მიუჩინეს, ყველაფერზე ხელი მოაწერინეს, ფაქტობრივად შემოდგომისთვის ხელისუფლება გადააბარებინეს, ყველა „ნაბლატავები“ სიტყვა უკან წააღებინეს, ერთ დროს უკომპრომისო, ხისტი რაინდისგან ფეხის წვერებზე მოსიარულე მოჯამაგირე დატოვეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკურად გაანადგურეს და გააფრთხილეს, რომ ამიერიდან გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან - „ყოჩაღ“ ირაკლი კობახიძე, სამყაროში მარტო შენ თუ მოახერხებდი შენივე პარტიის განადგურებას, საერთაშორისო ასპარეზზე კაპიტულაციას და ამითი „ნაცების“ შესაძლო დაბრუნებას ხელისუფლებაში (კოალიციის სახით მაინც - მიშას სრული ამნისტიის თანხლებით)‼️
P.S. ერთი თქვენი მრჩევლების უტვინო თავში ჩამახედა თუ რა ხდება⁉️ სრული დიპლომატიური კრახი“, წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.