ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ უნდა მუნიციპალიტეტებს მივცეთ იმდენი უფლება, რამდენიც მათ შეუძლიათ, არა ნაკლები და გადაჭარბებაც არ ვარგა
27-10-2015, 06:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თვითმმართველობის კანონს სჭირდება შემდგომი განვითარება" - მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მივიდა, სადაც ორგანიზაცია "მოქალაქის" კონკურსის "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ახალი რაუნდი გაიხსნა.


პროექტის პრეზენტაციას ესწრება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილიც, რომელმაც ივანიშვილის თქმით, ყველაზე დიდი როლი ითამაშა თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებასა და დახვეწაში. ივანიშვილი იმედოვნებს, რომ შერგელაშვილი ასევე შეასრულებს შემდგომ როლს კანონის უფრო მეტად განვითარებაში.


"ამ კანონს სჭირდება შემდგომი განვითარება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და, მუნიციპალიტეტებს მივცეთ იმდენი უფლება, რამდენიც მათ შეუძლიათ, არა ნაკლები და გადაჭარბებაც არ ვარგა", - განაცხადა ივანიშვილმა.


მისი თქმით, არაეფექტური იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მართვა ცენტრალური ვერტიკალიდან, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი. ექსპრემიერი ხაზს უსვამს, რომ მუნიციპალიტეტები რეგიონში მაქსიმალურად უნდა გააქტიურდნენ.


"თვითმმართველობის კანონი განვითარებას ითხოვს სამომავლოდ და იმედი მაქვს, რომ დაიხვეწება. ჩვენ გვინდა ევროპის ქვეყნების მსგავსი კანონი გვქონდეს საბოლოო ჯამში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი