როდესაც ჩემი მეუღლე თურქეთში საქართველოს საელჩოში მუშაობდა და ჩვენ ანკარაში ვცხოვრობდით, მთელი დიპლომატიური კორპუსი აღშფოთებული იყო იმით, რომ საქართველო საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობდა (შევარდნაძის პერიოდი იყო). ამბობდნენ, ისეთი რესურსების ქვეყანა, როგორც გეოპოლიტიკურად ასევე სხვა მიმართულებებით ნამდვილად შესაძლებელია იყოს ბედნიერი და კეთილდღეობაში ცხოვრობდესო (ანკარაში ათათურქის ბულვარზე ცხოვრობს იმდენივე მოსახლეობა, რამდენიც საქართველოში - "ერთი ბულვარი ხალხი ხართ და რა გახდა თქვენი შენახვა" ო).
მუდმივად სვამდნენ შეკითხვას რატომ იძირება საქართველო ჭაობში.
რა უნდა გვეპასუხა!?
ხომ არ ვეტყოდით - საქართველოს მოსახლეობა ვერ აკეთებს არჩევანს და ქვეყნის მმართველად ხშირად ირჩევს განსაკუთრებით ბოროტ, მოღალატე და გამყიდველ ძალას, სასტიკ კოლაბირაციონისტებს!?
დღესაც იგივე პრობლემაა!
Zurab Kumsiashvili>>>>აი რისთვის იკლავს თავს თურქეთის ელჩი!!!
რიონის ხეობაში ურან-238-ის სერიოზული საბადოა და ის ხიდებიც და გზებიც, იმ საბადოსთან მისასვლელად შენდება.
1 გრამი ურან-238-ის აქტიურობა 12,5 კილობეკერელია.
მისი დაშლით მიიღება თორიუმ-234 (Th-234) და პლუტონიუმ-238 (Pt-238).
აქ ყველაზე საინტერესო Th-234-ია. ბოლო დროს შეიქმნა უნიკალური ტექნოლოგია ავტომობილების წარმოებაში, სადაც თორიუმზე მომუშავე ძრავებია და ასეთი ავტომობილი, მთელი თავისი ექსპლუატაციის პერიოდში არანაირ საწვავს არ საჭიროებს. ეს არის გადატრიალება მთელ ავტოინდუსტრიაში. ამაზეა გაგიჟებული დღეს მთელი მსოფლიო და თორიუმიც ამიტომ გახდა ძალზე ძვირფასი.
საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ მინიმუმ 100 მილიარდი დოლარის წიაღისეული მიჰყიდა თურქებს 400 მილიონ დოლარად (ე.წ. ატკატი). ასეთი ტვინშეზღუდული მთავრობა არ მგონია, რომ არსებობდეს პლანეტაზე.
ამის გარდა სავსეა ეგ მთები ბარიტის და კალციტის ძარღვებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გატენილია იქაურობა ოქროთი, სპილენძით და სხვა ძვირფასი წიაღისეულით.
უმდიდრეს ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს იდიოტი მთავრობები კაპიკებში ყიდიან ყველაფერს!
ეკონომისტებთან და გეოლოგებთან ერთად დავთვალე საბადოების ნაწილის ქონება, რომელთაგან ყოველ საქართველოს მოქალაქეს თვეში მინიმუმ 750 ევრო უნდა უჯდებოდეს ანგარიშზე! თუ ამ წიაღისეულს გადავამუშავებთ მოწინავე ტექნოლოგიებით, ეს თანხა 30 და 40-ჯერ გაიზრდება.
როგორ შეიძლება ასეთ უმდიდრეს ქვეყანაში ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობდეს!
აღარაფერს ვამბობ სასმელი წყლის ინდუსტრიასა და სხვა მიმართულებებზე.
მანანა ჯებაშვილი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.