საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური გიორგი მარგველაშვილისა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
შეხვედრისას მხარეებმა მედიაში მიმდინარე პროცესები, კერძოდ კი, ტელეკომპანია „რუსთავი-2“- ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, ქიბარ ხალვაშისა და პრეზიდენტის შეხვედრა ბიზნესმენის ინიციატივით შედგა.
„შეხვედრისას მან გაგვაცნო ის პოზიცია რაც სასამართლოში აქვს, რაც მოხდა, მისი აზრით, ამ საქმესთან დაკავშირებით, წლების წინ.
პრეზიდენტი ამ კონკრეტული სამართლებრივი დავის იურიდიულ დეტალებში ვერ შევა. ერთადერთი, ჩვენი ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ სასამართლომ მშვიდ ვითარებაში მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება“, -აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
კოჟორიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ეს საქმე უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია, საქართველოს პრეზიდენტი უფრო აქტიურად მიადევნებს თვალს ამ საქმეს.
„ერთადერთი რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა ქიბარ ხალვაშს არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველანაირად შეეცდება შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ამ ეტაპზე შეძლო, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა და მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას ხუთი დღის წინანდელს აშკარად დავინახავთ, რომ დღეს ბევრად უფრო მშვიდად არის სიატუაცია, ბევრად უკეთეს პირობებში უწევს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად ამ კუთხით პრეზიდენტმა ძალიან აქტიური მოქმედებები განახორციელა“, -აღნიშნა კოჟორიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.