ღარიბაშვილი კალაძის მტერია, რადგან კალაძემ და გახარიამ გამოუთხარეს ღარიბაშვილს ძირი პირველი პრემიერ მინისტრობის დროს, როცა ბიძინა ივანიშვილს მის ნათესავებზე ინფორმაციები მიუტანეს - დავით ჭიჭინაძე
18-04-2021, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარლამენტში კახა კალაძის ლობირებით მოხვედრილი დეპუტატები სავარაუდოდ, ნელ-ნელა გაემიჯნებიან „ქართულ ოცნებას“ და გიორგი გახარიას შეუერთდებიან. ამის შესახებ ჭიჭინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 


მისი შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ კობახიძეთი ჩაანაცვლა, ღარიბაშვილი კი მისი მტერია. ჭიჭინაძის თქმით, სწორედ კალაძემ და გახარიამ გამოუთხარეს ღარიბაშვილს ძირი პირველი პრემიერ მინისტრობის დროს, როცა ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილის გარემოცვაზე, მის ნათესავებზე ინფორმაციები მიუტანეს.

  

 

„დიდი დრო არ გავა და კრიზისამდე მიიყვანენ საპარლამენტომდე თვითონ შიგნით და ლოგიკაც იქნება ამაში. გახარია იყო სიის პირველი ნომერი, რომელიც გავიდა და ახლა ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის ჭიდაობას და ბრძოლას დიდი ხანი არავინ არ გვაყურებინებს, რადგან ეს არც ქვეყანას წაადგება და არც თვითონ ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ დღეს პრაქტიკულად გახლეჩვის პირას არის. ხედავთ, რომ კობახიძე გასულია გარეთ, ღარიბაშვილი იზოლაციაში იმყოფება და იქიდან მართავს. ალბათ, ჩვენ ვნახავთ ცოტა ხანში, რომ თვითონ პარტიაშიც დიდი გადაადგილებები იქნება და ბევრი დაბნეული ადამიანი, რომელიც დაბინავებას მოინდომებს, მათთვის ალბათ გახარია იქნება [თავშესაფარი].

 

 

თუ ლოგიკას გავყვებით, ახლა პირდაპირ კალაძე არ შეუერთდება, მაგრამ მისი ადგილი ამ მოცემულობაში არ რჩება და მისი დეპუტატები ალბათ უახლოეს მომავალში გადაინაცვლებენ ნელ-ნელა გახარიასკენ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ კალაძე საკმაოდ პასიური გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ის რეალურად უკვე გაერიდა ამ პროცესებს, არაფერში არ მონაწილეობს, კომენტარს არ აკეთებს, პრაქტიკულად ცალკე დგას და თავის პოლიტიკურ მომავალს უკვე ვეღარ ხედავს. მისი გასვლა ან დარჩენა დღეს არაფერს არ იძლევა მისთვის, სამომავლოდაც. მან გარკვეულწილად რაღაც პაუზა უნდა აიღოს. რას დაეყრდნობა ეს პაუზა, რა იქნება საფუძველი, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ მისი დეპუტატები, ეგრეთ წოდებული, ალბათ ნელ-ნელა გაემიჯნებიან, რადგან კახა „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კობახიძეთი ჩაანაცვლა, პირდაპირ ვთქვათ. ღარიბაშვილი მისი მტერია, იმიტომ რომ კალაძემ და გახარიამ გამოუთხარეს ღარიბაშვილს ძირი თავის დროზე, როცა პრემიერ მინისტრი იყო, ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილის გარემოცვაზე, ნათესავებზე ამ ადამიანებმა მიუტანეს დიდი ინფორმაცია და იყო ეს ამბავი და აქედან გამომდინარე, პრობლემა ეს არის, რომ ეს ადამიანი თვლის, რომ ესენი არიან მისი მტრები და მოკლედ, ძალიან საინტერესო პროცესია.

 


კალაძეს ამ ეტაპზე პოლიტიკური მომავალი ნამდვილად არ აქვს, რადგან გახარიამ აჯობა მას ყველანაირად, არ ეყო კალაძეს ის ალღო, პოლიტიკური ალღო, გაეკეთებინა ის მოძრაობა, რაც გააკეთა გახარიამ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი