საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქ.ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა უმასპინძლა და ტერიტორიაზე დასრულებულ და დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო სრულად გარემონტებულ კადეტთა საცხოვრებელ შენობას და სპორტულ დარბაზს, რომელიც აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ინვენტარით. ლიცეუმის ტერიტორიაზე დასრულებულია სიმულაციის, შტაბისა და ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდა მოწესრიგდა გარე ფასადი, შეიცვალა სასადილოსა და სპორტული დარბაზის სახურავი, გარემონტდა საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე დასრულდა გარე განათების მონტაჟიც.
კადეტთა ლიცეუმს ახალი სიმულაციური ლაზერული საშუალებებიც შეემატა. სასწავლო კლასები კი ახალი სმარტ დაფებით ერთ თვეში აღიჭურვება. დაგეგმილია მშობელთა მოსაცდელი სივრცისა და ახალი სამრეცხაოს მოწყობაც.
ჯუანშერ ბურჭულაძემ კადეტების სასწავლო პროცესიც მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა. მინისტრის გადაწყვეტილებით, გოგონა კადეტებისთვის აშენდება ახალი ყაზარმა, ბიბლიოთეკა და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. 2021 წელს კადეტებს ახალ სასწავლო წელს განახლებულ ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები დახვდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.