ბადრი ჯაფარიძე: ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა
18-04-2021, 20:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

 


როგორც მან აღნიშნა, შარლ მიშელის დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტზე ნაკლებ ხმებს მოაგროვებს, მაშინ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

 


ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ეს „ლელოსთვის“ მისაღებია, თუმცა საკითხის განხილვა პარტიაში დამატებით მოხდება. მისი განცხადებით, მათთვის აუცილებელია დაზუსტდეს 2022 წლის ის პერიოდი, თუ კონკრეტულად როდის შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. ჯაფარიძე ამბობს, რომ „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანია ეს 2022 წლის გაზაფხული იყოს.

 


ჯაფარიძის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე თავდებად გამოდის ევროკავშირი და მელიასთან ერთად საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს ასევე, გიორგი რურუა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი