გიორგი ვაშაძე: შეიძლება, მე ბევრი რამ მინდოდა, კიდევ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის
18-04-2021, 21:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა მასზე დამატებით პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ.

 

 

„დღეს რომ შევედი, დავარქვი, რომ იქნებოდა შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ ვიცი დემონსტრაციულად, არ ვიცი, როგორ, მაგრამ არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე და, როგორც ვიცით, მხოლოდ ეს-ემ-ეს-ით შეატყობინეს ჩვენს მასპინძლებს, რაც არის საოცარი მიდგომა. სახელისუფლო ძალის მხრიდან ასეთი მიდგომა ჩემთვის არის უბრალოდ შოკისმომგვრელი. რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, წარმოუდგენელია. მე მაქვს ხელში დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდება. ეს არის, ფაქტობრივად, შეიძლება ასე ითქვას, საბოლოო დოკუმენტი, რომელშიც ტექნიკური ცვლილებები შეიძლება შევიდეს. შეიძლება, მე ბევრი რამ მინდოდა, კიდევ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით.

 

 

თითოეულმა მოქალაქემ რომ გაიგოს, რა წერია ამ დოკუმენტში, ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი. ორივე საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, შეიძლება იყოს პრეზიდენტის მიერ შეწყალება, ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება გამოყენებული იყოს და არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43 პროცენტის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი