გურამ მაჭარაშვილი: მიშელის ახალი დოკუმენტის შემოთავაზების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა, პროცენტებზე ვაჭრობა სწორად არ მიმაჩნია
19-04-2021, 12:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა, ახალი ვარიანტის გამოქვეყნება კი საერთოდ არ იყო საჭირო და არც პროცენტებზე ვაჭრობაა მართებული.

 


„შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ. რაც შეეხება ახალ ვარიანტს, ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი – რატომ არსებობდა ან რატომ არსებობს. ჩვენი მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში პირველ ვარიანტზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზროვნება სახელმწიფოებრივია და ახლა ოპოზიციის პასუხს ველოდებით. ჩვენი აზრით, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია ხელს არც ამ დოკუმენტს აწერს.

 

 

რამდენჯერ უნდა დადასტურდეს, რომ ოპოზიციას არ ადარდებს არც სახელმწიფო და არც საზოგადოება, რომელიც მომხრეა, რომ პოზიცია და ოპოზიციაც პარლამენტში იხილოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი ვარიანტი საჭირო საერთოდ არ იყო.

 


პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში არ იმყოფება, პრემიერ-მინისტრი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი თვითიზოლაციაში არიან. ასევე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატიც თვითიზოლაციაშია, ამის გამო ვერ ხერხდება პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეკრება. ამაზე მეტი კონკრეტული პასუხი, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომა არ იქნება, ვერ გვექნება. ახალ შემოთავაზებაში ძირითადად ახალი არაფერია და მასში ჩამატებულია ჩვენ მიერვე ინიცირებული 40-პროცენტიანი მხარდაჭერის პრინციპი, თუმცა პროცენტებზე ვაჭრობა სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი