„გირჩის“ წევრებმა - სანდრო რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს ხელი.
„ჩემი აზრით, ხელი მოსაწერია. გუშინ განცხადებაში იყო ასეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, მხარდასაჭერია, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო, ანუ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს თავიანთი წინადადება. ვფიქრობ, იმ 60-მა კაცმა, თუ რამდენიცაა დარჩენილი, მართლა სათითაოდ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ყველაფერი. მოდით, ჩვენ მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. ჩვენ მოვაწერეთ ხელი, თქვენც შეგიძლიათ, მოგვბაძოთ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.
„გირჩის“ წევრები ცოტა ხნის წინ პარლამენტშიც მივიდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.