მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველოში „ისევ ქაოსით, არეულობით, ქუჩით და შეტაკებებით“ არ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ახალი არჩევნები თამარ ჟვანიას გარეშე უნდა ჩატარდეს
19-04-2021, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმისათვის, რომ საქართველოში „ისევ ქაოსით, არეულობით, ქუჩით და შეტაკებებით“ არ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ახალი არჩევნები ცესკოს ახლანდელი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გარეშე უნდა ჩატარდეს, რათა ქართველ საზოგადოებას შედეგებისამდი ნდობა გააჩნდეს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში კიევიდან პირდაპირი ჩართვის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტზე საუბრისას.

 


„ჩვენ არა ვართ ბაზარში და ვაჭრობა აქ არაფერ შუაში არ არის და ეს არის უბრალოდ ყურადღების გადატანა სხვაგან - 40%, 43%. რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნახევარზე მეტი საქართველოს მოსახლეობის, წესით, მაგრამ ვინ დათვლის ამ ხმებს? ესენი გვეუბნებიან, რომ ისევ დათვლის თამარ ჟვანია და მათ მიერ დანიშნული ხალხი. მე მინდა ვკითხო ყველას, მათ შორის მათ, ვინც იძახის, რომ ახლა დაუყოვნებლივ ყველაფერზე დავთანხმდეთ. მე მინდა ვკითხო ევროპელებს და ამერიკელებს, რომელთაც მშვენივრად შეისწავლეს სიტუაცია, თუ იგივე შემადგენლობა დარჩა, როგორი იქნება ქართველი ხალხის ნდობა ამ პროცესის მიმართ და შესაძლებლობა, რომ ინსტიტუტების ფარგლებში მოვახდინოთ გადასვლა, ტრანსფორმაცია და არ მოვახდინოთ ისევ ქაოსით, არეულობით, ქუჩით და შეტაკებებით?! როგორი იქნება შანსი ამისი, თუ არ იქნება ნდობა პროცესის მიმართ და როგორ შეიძლება ნდობა იყოს თამარ ჟვანიას მიმართ, როგორ შეიძლება ნდობა იყოს მათი დანიშნული ე.წ. რვა პროფესიონალის მიმართ?! ვიცით, როგორ პროფესიონალებს ნიშნავენ, მურუსიძე, ჩინჩალაძე, ნიკას რომ ასამართლებდა მოსამართლე და ა.შ. ხომ გავიგეთ, ვინ არიან მათი პროფესიონალები? ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ევროპის და ამერიკის ჩართულობა, აგერ სამი წარმომადგენელი იყოს მათი, სამი ოპოზიციის და სამი წარმომადგენელი, კი ბატონო, მთავრობის - ყველამ ერთად დავნიშნოთ, დავნიშნოთ მართლა პროფესიონალები, ვუყაროთ კენჭი პარლამენტში კონსენსუსით, ოპოზიციის და უმრავლესობის მონაწილეობით, მაშინ სადღაც შეიძლება მივიდეს ვიღაცა. თუ ეს არ ხდება, რა ვთქვათ, მე ჩემს ხალხს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რა გითხრათ? გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად არის?...

 

 

„ძალიან მაგარი რაღაც მოხდა, რომ მათ აღიარეს რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობა, აღიარეს იმიტომ, რომ ნუ, ახლა გასაგებია. სათითურები სანამდე უნდა გვეთამაშოს ივანიშვილმა და რაც არ უნდა მექანიზმები გამოიყენოს საერთაშორისო, ჩვენ ხომ სულელები არა ვართ მართლა? სრული დებილები ხომ არა ვართ ხომ?! - არა ვართ. აქედან გამომდინარე, ელემენტარული გარანტიები თუ არ დაიდო, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? მე მინდა, ყველაზე მეტად, როგორც დევნილს, რომელმაც დიდი უსამართლობა იწვნია ბოლო წლებში, როგორც ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ შემქმნელს, რომელსაც ხელისუფლების უზურპატორი მილიარდერი ივანიშვილი მოეპყრა ისე, როგორც მოეპყრა, მე ყველაზე მეტად მინდა წყნარად, მშვიდი გადასვლა ჩემი ხალხისთვის, იმიტომ რომ უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. ჩვენ გვინდა საერთაშორისო მექანიზმების ბოლომდე გამოყენება“, განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა:

 


„ჩვენ ვაპირებთ მათ შეცვლას. გარანტიას გაძლევთ, დარწმუნებული ვარ, რომ ესენი წელს წავლენ. მაგრამ არ მინდა, რომ ეს მოხდეს ჩხუბით და უბედურებით, არამედ მოხდეს დისციპლინირებულად, წყნარად, მშვიდობიანად, ინსტიტუეტების გამოყენებით“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი