რუსული გაზით დღეს მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა და დაამატა, რომ ქართული მხარე და თავადაც ცდილობს, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არაფერი არ ხდება და საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ხანია, გადის გაზის მილი, საიდანაც სომხეთს მიეწოდება გაზის მარაგი და საქართველო გარკვეულ გადასახადს იღებს.
"იმაში, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი დამატებით იყიდონ იქ, სადაც მოესურვებათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ უნდა მივცეთ არჩევის საშუალება. ჩვენ ვცდილობთ, მეც აქტიურად ვარ ჩართული იმაში, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ აზერბაიჯანული გაზი უფრო იაფია, ვიდრე რუსული, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესმენი გიჟი არ არის, როდესაც თავად იაფად ყიდულობს ერთგან, სხვას ძვირი გადაუხადოს.
"ჩვენ მადლიერი ვართ აზერბაიჯანული მხარის, "სოკარის", მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხიდან აჟიოტაჟს ქმნის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" მაშინ, როდესაც რუსულ კომპანიაზე "თელასი" სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გასხვისდა.
ივანიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეშფოთება არ აქვს აზერბაიჯანულ მხარესაც, რომელთანაც მას მტკიცე კონტაქტი აქვს და იცნობს "სოკარის" ხელმძღვანელობას, როგორც საქართველოში, ისე - აზერბაიჯანში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.