საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონისა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფის მიერ დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებულ სხვადასხვა ლოკაციებზე „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) გაიმართა.
სწავლება ორიენტირებული იყო არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმოებაზე. სწავლება ორ ფაზად, მოსამზადებელი და კულმინაციური წვრთნებით განხორციელდა. მოსამზადებელ ფაზაში სამედიცინო, საცეცხლე, ტაქტიკური და არაკონვენციური ბრძოლების მომზადების სავარჯიშოები ჩატარდა. კულმინაციურ ფაზაში კი, შექმნილი სცენარის მიხედვით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით, მოხდა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაციის, რეიდის განხორციელება.
კულმინაციური წვრთნები უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანის სახელობის საწვრთნელ ბანაკში განხორციელდა. სწავლება სტრატეგიულ პარტნიორთან გამოცდილების გაზიარებას და სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ასიმეტრიული ბრძოლების წარმოების დროს ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. წვრთნების მიზანი ასევე, სახელმწიფო უწყებებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.