სალომე ზურაბიშვილი - მზად ვარ მივიღო სკანდალური გადაწყვეტილება, რომელიც განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიები შევლენ პარლამენტში
19-04-2021, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულების ბოლო აკორდი უნდა იყოს. ეს გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიები შევლენ პარლამენტში, და აშშ და ევროკავშირი გამოაცხადებს, რომ შეთანხმება შედგა. ამის შედეგ 1 კვირაში ხელს მოვაწერ შეწყალების გადაწყვეტილებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

მისი თქმით, გიორგი რურუა „არც ერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში“, თუმცა ამის მიუხედავად, მან ადრინდელის მსგავსად გადააბიჯა საკუთარ თავს და პირადზე მაღლა ქვეყნის ინტერესი დააყენა.

 

 

პრეზიდენტს განცხადების გაკეთების დროს გიორგი რურუა სახელით და გვარით არ უხსენებია და იგი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ პირად მოიხსენია, რომელსაც „ბევრი რამ შეიძლება, დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა".   

 

 

„მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება, დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, რომ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

ბრიფინგის დასაწყისში პრეზიდენტმა გაოცება გამოხატა „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადების გამო.

 

 

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, არაერთხელ, ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას. ის ვერ გაიგო მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ.

 

 

მგონი, ეს საქმით დავამტკიცე. მინდა, ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკების საგანი. ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, იქნება ეს ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივიაციას არ ასაჯაროებს. თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირებისა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი