ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ალექსანდრე სარიშვილმა პირველ რიგში მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მიმოიხილა.
ლანჩხუთის მერიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლანჩხუთში Covid-19-ის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ჯამში 140 აქტიური შემთხვევაა. კლინიკაში მკურნალობას გადის - 23, ხოლო ბინაზე - 112 პაციენტი იმყოფება. პანდემიის პერიოდში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 1 995 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გამოჯანმრთელებულია - 1 825.
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში: ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის: ღრმაღელის და წყალწმინდის ბაღებში - ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის: ჯურუყვეთისა და ეწრის ბაღებში, სოფელ ნინოშვილის საბავშვო ბაღში ორი კვირით შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, სკოლები კი გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.
მუნიციპალიტეტის მერმა დაავალა შესაბამის სამსახურს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, განსაკუთრებით გარევაჭრობის კუთხით, ბაზრებში, ბაზრობებსა და მარკეტებში, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ის სოციალური პროგრამები, რომლებიც წელს არის დაგეგმილი და ეტაპობრივად ხორცილედება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.