ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა. ივანიშვილმა გოგი თოფაძის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც დეპუტატმა თქვა, რომ "რუსთავი2 ხვალ აღარ იქნება".
"ესე თქვა გოგიმ? ღმერთმა ნუ ქნას-თქო, ასე გადაეცით გოგის. ასე როგორ შეიძლება?! გოგის აქვს ხოლმე, პრინციპში, ასეთი გამონათქვამები. მე არ მინახავს, თუ ასე თქვა, ძალიან ცუდად უთქვამს." ამასთან ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არც მას მომწონს. "მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს. ეს არის ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო ტელევიზია. მაგრამ ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის. კიდევ შეუძლიათ მეორეც და მესამეც. ეს ნორმალურია".
ივანიშვილმა ასევე "განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი 2" ხშირად ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, მის დახურვაზე ლაპარაკი მიზანშეწონილი არ არის.
"ყველაფერი უნდა იყოს, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. მედიას უნდა ფრთხილად მოვეკიდოთ, დახურვა და გაუქმება ტერმინები არ უნდა ვიხმაროთ. ბევრი რამე არ მომწონს. არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ინფორმაცია ძალიან ხშირად გამოდის თქვენი ტელევიზიიდან. საწყენია, ნათელშვილმა მოიყვანა ბავშვები და რუსთავი 2-ის", ნაციონალური მოძრაობის" დალაგებული იყო, ბიძინა ბიძია დაგვიბრუნე ბავშვობა ბავშვებს. არადა სწორედ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის გავაკეთე. ეს ყველაფერი დაამახინჯეს და ააყირავეს, რა თქმა უნდა ეს შემაწუხებელია, მაგრამ ყველანაირი აზრი უნდა იყოს... მაგრამ ის, რომ ვიღაცას არ მოგვწონს, მე თუ თოფაძეს, და ის უნდა დაიხუროს, ღმერთმა დაგვიფაროს," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.