[ვიდეო] ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ - ხელმოწერის ცერემონია გაიმართა
19-04-2021, 22:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ - ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

 


დოკუმენტზე ხელმომწერებს შორის არიან: დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი; ალეკო ელისაშვილი - პარტია „მოქალაქეები“; ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე - „ლელო საქართველოსთვის“; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“; ვახტანგ მეგრელიშვილი - „გირჩი“; შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“; სალომე სამადაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (მან თქვა, რომ დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი). ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკური პარტია“; გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“.

 

 

 


ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში კარლ ჰარცელი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

 


ხელმოწერის ცერემონიას დისტანციურად, ბრიუსელიდან ონლაინ ჩართვის მეშვეობით ადევნებდა თვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი