შალვა პაპუაშვილი: გუშინ ვნახეთ, ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე)
20-04-2021, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გერდზე წერს.

 


მისი თქმით, მათი ერთადერთი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლებაა. მათი ერთადერთი გზა - არეულობა, სიძულვილი, ნერვების თამაში, განსხვავებული აზრის მქონეთა გარიყვა.

 


„არ დაგვავიწყდეს, ეს ის ძალაა, რომელიც ახალ, საკუთარ გემოვნებაზე მორგებულ („პრონწკულ“) ელიტას ქმნიდა და ახალი ქართველის გამოყვანას ლამობდა.

 


გუშინ, ჩვენ კარგად დავინახეთ, რა გველოდა, მათ რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ.

 


გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში (ევროპულ გზაზე) და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე).

 


ამ ჯერზე, მათ შეთანხმების ჩაშლის ყველა გზა ჩაეკეტათ. ამიტომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. ან აღიარებენ საკუთარ მარცხს და ხელს მოაწერენ ამ შეთანხმებას, ან საბოლოოდ მარგინალიზდებიან“, აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი