დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები და პედაგოგები, ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას განსაკუთრებული ფასდაკლებით მიიღებენ
20-04-2021, 12:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები - კერძოდ სოციალური ბარათის მფლობელები და პედაგოგები, ევექსი კლინიკების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას განსაკუთრებული ფასდაკლებით მიიღებენ.

 


განახლებული პირობების ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გავრცელდება გაზრდილი - 30% ფასდაკლება, ხოლო ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე შეღავათები. მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუდენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

 


#ლიბერთიგულით და ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი 2020 წელს დაიწყო, წელს კი სოციალური ბარათის მფლობელებთან ერთად, ფასდაკლებების მიღებას პედაგოგებიც შეძლებენ:

 

 

• პროგრამით სარგებლობა პედაგოგებისთვის მარტივია - მათ გაეგზავნებათ სპეციალური შეთავაზება SMS შეტყობინების საშუალებით, რომელიც უნდა წარადგინონ სასურველ კლინიკაში

 

 

• საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პედაგოგი, რომელიც რეგისტრირებულია ან დარეგისტრირდებაევექსი კლინიკებში, მიიღებს ფასდაკლებას იმ მომსახურებებზეც, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში

 

 

• იგივე ვრცელდება კერძო დაზღვევის მქონე პედაგოგებზე, რომლებიც მიიღებენფასდაკლებას იმ მომსახურებებზე, რომელიც არ ფინანსდება სადაზღვევო კომპანიის მიერ, ან უკვე ამოწურული აქვთ ლიმიტი.

 


„ ‘ლიბერთიგულით’ პროგრამის ფარგლებში უკვე არაერთი მასშტაბური პროექტიგანვახორციელეთ და შედეგად, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი უფროსი თაობისწარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და განსაკუთრებულიპირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.



პანდემიისა და პოსტპანდემიის პირობებში, ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევექსი კლინიკებთან პარტნიორობით, ჩვენი მომხმარებლისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო სერვისები.

 

 

მოხარული ვართ, რომ დღეიდან განახლებული და განსაკუთრებული პირობებით უკველიბერთის მომხმარებელი პედაგოგებიც ისარგებლებენ.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

 

 

„პანდემიამ ნათლად გამოკვეთა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. ევექსი კლინიკები პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

 

 

ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ერთი წელია რაც მომხმარებლები 800-მდე სამედიცინო სერვისსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი დღეიდან განახლებული პირობით ისარგებლებენ და ეს შეღავათები გავრცელდება დამატებით პედაგოგებზეც“ - განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.evexclinics.ge; მედიაკონტაქტი: 995 597 700 222

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი