საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. ამასთან, იგი ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გიაროს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. რადგან ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს ამ პირობებით, მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43-პროცენტიანი ბარიერი ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის დაშვება რიგგარეშე არჩევნების და რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა და ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად იქნება.
„შემოდგომაზე იქნება რეფერენდუმი. ჩვენ უნდა მოვიგოთ ის ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიის ფარგლებში, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, ქმედურიანები, მობილიზებული. მეც ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად. რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის თუ თავისუფლებისთვის, აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი. მინდა, ყველას მოგიწოდოთ ერთიანობისკენ, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები. ქართველი ხალხის გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება, რა თქმა უნდა, მეც ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.