ბიძინა ივანიშვილის მიერ ინგა გრიგოლიას და “ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” კრიტიკას აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, “ინგა გრიგოლია, როგორც ჟურნალისტი, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც სატელევიზიო ეთერიდან დევნილი ჟურნალისტია”.
“დარწმუნებული ვარ ინგა გრიგოლია უჩემოდაც მშვენივრად მოახერხებს ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხის გაცემას. ერთი რამე არის ფაქტი, რომ ინგა გრიგოლია, როგორც ჟურნალისტი, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც სატელევიზიო ეთერიდან დევნილი ჟურნალისტია. იმის შემდეგ, რა დამოკიდებულებას ავლენს ივანიშვილი ზოგადად და თუნდაც პრეზიდენტის მიმართ, რაღა უნდა გვიკვირდეს. როგორც კი მარგველაშვილმა განსხვავებული პოზიციები გამოხატა, მაშინვე შერაცხა “ნაცმოძრაობის” მარიონეტად. ივანიშვილმა ერთადერთი ის პირობა შეასრულა, რომ “ენმ”-ს და “ქართული ოცნების” გარდა არ დაუტოვებდა სარბიელს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ამიტომ არის რომ დღევანდელი პოლიტიკური სივრცე პოლიტიკურ უდაბნოს დაემსგავსა”, განაცხადა “ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” ყოფილმა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.
ივანიშვილმა კი დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” არჩევნებში 1%-იც ვერ აიღო და, შესაბამისად ინგა გრიგოლია, რომელსაც მის პოლიტიკაში შემოსვლამდე გარანტირებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი, პარლამენტში ვერ მოხვდა.
ივანიშვილმა ეს განცხადება თოქ-შოუების დახურვის თემის კომენტირებისას და ინგა გრიგოლიას იმ ბრალდების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამაში ექსპრემიერი არის ჩართული.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.