საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. მინისტრმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, ასევე სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის ისრაელის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ მნიშვნელობაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების, საჰაერო თავდაცვის, რეზერვისა და მობილიზაციის, სამხედრო განათლებისა და სამხედრო პოლიციის საკითხებში თანამშრომლობის საკითხებს ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ისრაელთან სამხედრო წარმოების კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზეც ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ისრაელთან ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.