ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეეხება უშუალოდ შეთანხმების შესრულებას, ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება
20-04-2021, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაც შეეხება უშუალოდ იმპლემენტაციას და ასე ვთქვათ, შეთანხმების შესრულებას, მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა ოპოზიციასთან შესაძლო კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ხელისუფლება კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის მომხრეა.


„ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული და მომხრე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმისა და რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როდესაც არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პრალამენტში იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების, ნორმალური მუშაობის რიტმსა და რეჟიმს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი