შარლ მიშელი: დოკუმენტზე მრავალი პოლიტიკური ლიდერის მიერ ხელმოწერა არის ძალიან ძლიერი სიგნალი და გზავნილი
20-04-2021, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დარწმუნებული ვარ, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება და მრავალი პოლიტიკური ლიდერის მიერ ხელმოწერა არის ძალიან ძლიერი სიგნალი და გზავნილი. თუმცა ეს არ არის საკმარისი. მათ უნდა შეასრულონ შეთანხმება, პოლიტიკურმა ლიდერებმა, მთავრობამ უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რაც გადაწყდა ქართველი პოლიტიკური ლიდერების მიერ, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

„მთავარი პრიორიტეტული საკითხებია -საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობის რეფორმა. ეს ფუნდამენტურია, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვენდობით დემოკრატიულ ინსტიტუტებს – პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს. ეს არის საუკეთესო გარანტია ხალხისთვის, საუკეთესო გარანტია მოქალაქეებისთვის, მათი უკეთესი მომავლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ყველაფერი მარტივად იქნება. რა თქმა უნდა, დემოკრატიული დებატები ზოგჯერ დაძაბულობას ნიშნავს. ეს ნიშნავს, განსხვავებულ მოსაზრებებს პრიორიტეტულ საკითხებზე, იმაზე, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთად. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დეენემია, ეს დეენემი უნდა იყოს ერთიანობა და ამ ქვეყნის საერთო ინტერესი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 


მისი თქმით, შეთანხმება არის საწყისი წერტილი მეტი მშვიდობისთვის. 

 


„ვიმედოვნებ, გუშინ ხელმოწერილ შეთანხმებას სხვებიც შეუერთდებიან. ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი მეტი მშვიდობისთვის, მეტი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის პოლიტიკური ნებისთვის, იმოქმედონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი