შარლ მიშელი: ევროკავშირი პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში 400 მილიონი ევროთი ეხმარება საქართველოს
20-04-2021, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 


„მადლობა, პრემიერ-მინისტრო. მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა პრემიერ-მინისტრო, ყველა მჭიდრო კონტაქტისთვის ბოლო კვირების განმავლობაში, მრავალი სატელეფონო ზარისთვის და ბრიუსელში თქვენი ვიზიტისთვის. ასევე თქვენი გამბედავი პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 


მისივე თქმით, დასაფასებელია ოპოზიციის ერთგულება და მათი გადაწყვეტილება არის არა სისუსტე, არამედ სიძლიერე.

 


„ასევე მსურს, ჩემი დაფასება გამოვხატო ოპოზიცის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თვიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ აი, ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად იმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმებია ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, რათა გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშორომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 


მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უძლიერესი პარტნიორია და პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება საქართველოს.

 

 

„ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის, ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, საერთო ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. არსებული პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას, ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. დღეს მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებეში აქტუალურია. პრემიერო, გარწმუნებთ, რომ ყველა წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის მნიშვნელოვანი, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ოდესმე ყოფილა და იქნება“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი