თბილისში, ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
„ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაზის გაჟონვის შესახებ მობინადრეებმა დროულად დარეკეს 114-ზე, „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე და შეგვატყობინეს ინციდენტის შესახებ.
სპეციალური ტექნიკით სადარბაზოში გაზის სუნი დაფიქსირდა და გაირკვა, რომ ბუნებრივი გაზი ბინაში რეზინის დაზიანებული მილიდან ჟონავდა“, – აცხადებენ კომპანიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.