უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერები იმ სისხლისღვრის ესკალაციაში დაადანაშაულა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანია გარდაცვლილი.
ოპოზიციასთან შუაღამისას გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ იანუკოვიჩმა დაჟინებით მიმართა ოპოზიციის ლიდერებს, რომ "დისტანცირება მოეხდინათ რადიკალური ძალებისაგან". მისი თქმით, "ჯერ კიდევ არ არის გვიანი შეჩერდეს კონფლიქტი".
პოლიცია კი განაგრძობს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის მთავარი ბანაკის დაშლას. უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის, მოვლენების მთავარი ეპიცენტრი, დამოუკიდებლობის მოედანი, ცეცხლშია გახვეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.