შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი უკანაა მოტოვებული... მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მისი სიბრძნისა და სახელმწიფოებრიობისათვის და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, მისი ხელმძღვანელობისათვის
21-04-2021, 09:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


განსაკუთრებით ნასიამოვნები ვარ საქართველოში ვიზიტით. პოლიტიკური კრიზისი უკანაა მოტოვებული და ეს ახალ დასაწყისს აღნიშნავს, დასაწყისს მძიმე შრომისა, რაც წაიყვანს საქართველოს წინ თავის ევრო-ატლანტიკურ გზაზე, - აღნიშნულ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

 


„მინდა მივულოცო ქართველ ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევა. კომპრომისი ევროპული სიძლიერეა. ის არ არის სისუსტე...

 


მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მისი სიბრძნისა და სახელმწიფოებრიობისათვის და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, მისი ხელმძღვანელობისათვის.

 


ეს შეთანხმება გაცილებით მნიშვნელოვანია მოცემული რთული რეგიონული მდგომარეობის გათვალისწინებით. ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მზარდი გაფართოებით და ყირიმის არაკანონიერი ანექსიით.

 


მე აქ ასევე იმისათვის ვიმყოფები, რომ ეჭვგარეშეა: ევროკავშირის ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს ყოფილა“, აცხადებს მიშელი.

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და იგი ქვეყნიდან დღეს, დილით გაემგზავრა.

 

 

გვიან ღამით, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი