საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.
მარეკ შჩიგელთან გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში. მან მისიის ხელმძღვანელს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში საქართველოს კონტრიბუციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.