[ვიდეო] ვარლამ გოლეთიანი: ორი დღე დაველოდებით ხელისუფლებას; თუ მორიგ სულელურ ნაბიჯს გადადგამენ, ეს კიდევ უფრო გაზრდის საპროტესტო ტალღის მუხტს
21-04-2021, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათი საკითხის პრემიერ მინისტრთან განხილვას შეპირდნენ და პარასკევს მათი პასუხი ეცოდინებათ.

 


მის თქმით, თუ პირობები არ შესრულდება, რაც გულისხმობს თავისუფლად გადაადგილებას ნამახვანის მიმართულებით და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას, მაშინ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ ექნება და „ჩვენ წავალთ ფართო მასშტაბიანი აქციების გზით და კიდევ უფრო დაიძრება პროცესი“.

 


გოლეთიანის თქმით, „დრო, რომელიც გადის, არ მუშაობს მათთვის“.

 

 

 

 

„ყველას გვაწუხებს ის ფაქტი, რომ ხეობაში ახლა მიმდინარეობს მუშა პროცესი და ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ჩვენ საბოლოოდ უნდა ამოვაწურინოთ მათ თავიანთი თავი და კარგად უნდა ნახოს საზოგადოებამ ის, რომ თუკი ხელისუფლება მართლა ცდილობს, რომ ელაპარაკოს საზოგადოებას და მას მართლა უნდა რომ მოაგვაროს ეს საკითხები, ეს უნდა გამოჩნდეს ამ პირობების შესრულებაში და თუკი დროს გაწელავს და შემდეგ კოვიდიდან გამომდინარე რაღაცებს შეზღუდავენ, ეს ყველაფერი, პირიქით, აწევს საპროტესტო მუხტს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება ამ უსამართლობის გამო ჩვენს ბრძოლას. დაველოდებით, თუ მორიგ სულელურ ნაბიჯს გადადგამენ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ამ საპროტესტო ტალღის მუხტს და კიდევ და კიდევ მეტი ადამიანი შეხედავს უსამართლო სახეს ხელისუფლების. ამიტომ, მოვუწოდებ მათ დროულად გაგვაგებინონ, რას აპირებენ. პარასკევს აუცილებლად უნდა იყოს პასუხი. თუ არას გვეტყვიან, ჩვენ ჩვენი გზით წავალთ და უკვე უნდა გამოვიდეთ ყველა ქუჩაში და დავდგეთ და დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, თუკი გაგვაგებინებენ, რომ პირობები სრულდება და შეწყდება სამუშაოები ხეობაში, კი ბატონო, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ავუხსნით მათ, რომ უნდა გაუქმდეს ხელშეკრულება და კომპანია „ენკამ“ დატოვოს ხეობა. ამიტომ ველოდებით მათგან კონკრეტულ პასუხს. როგორც დღეს გვითხრა ბატონმა გუბერნატორმა, დაიწყებენ ამ საკითხზე პრემიერთან მსჯელობას, მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. შეიძლება დღესვე გვითხრან პასუხი, ანდა პარასკევს არც ერთ შემთხვევაში არ გადაცდება“, განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი