დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, გაუარესებულია და პიკს ახლო მომავალში ელოდეიბიან.
„რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ჰელსმეტრიკის, ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ, სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს.
„შარშან ამ დროს, ან შემოდგომაზე რეინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო მსოფლიოში და ჩვენთანაც, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა შეიძლება, გაზარდოს არა მარტო ბრიტანულმა, არამედ დღეს უკვე საუბარია ე.წ. ინდოეთის ორმაგ შტამზე, ბრაზილიურზე, სამხრეთ ამერიკულზე. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ჩვენთან ეს შტამები, გარდა ბრიტანულისა, არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ბრიტანული შტამი.
უკვე აღარც ვითვლით, იმდენია S გენ უარყოფითი. მგონი, 100-ზე მეტი გვქონდა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებული, ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით 70-დან 90 პროცენტში, ქვეყანაში ბრიტანული შტამი ცირკულირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.