მესტიის მუნიციპალიტეტს შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი ეწვია
21-04-2021, 17:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

20-21 აპრილს, მესტიის მუნიციპალიტეტს შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, 20 აპრილს, ელჩი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს, ნინო ვიბლიანსა და მესტიის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა.

 


მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ; მათ შორის განიხილეს შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება. ელჩმა ასევე ისაუბრა ახალი ოთხწლიანი სტრატეგიის შესახებ, რომელიც შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით 2022 წელს დაიწყება.

 

 

21 აპრილს, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში პატრიკ ფრანცენმა შვეიცარიის საელჩოს გამოფენა „პოსტერებით გადმოცემული შვეიცარია და საქართველო“ გახსნა.

 


გამოფენაზე წარმოდგენილია 30-მდე შვეიცარიული და ქართული პოსტერი, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

 


შვეიცარიული პოსტერები შექმნილია სხვადასხვა ავტორის მიერ. მათ შორის წარმოდგენილია ენდი ვორჰოლის მიერ შექმნილი პოსტერი. ქართული პოსტერები შექმნილი და მოწოდებულია კომპანიის „ჯეოპოსტერი“ მიერ. გამოფენის ნახვა მნახველებს 2021 წლის 31 მაისამდე შეეძლებათ.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი