20-21 აპრილს, მესტიის მუნიციპალიტეტს, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი პატრიკ ფრანცენი სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში, 20 აპრილს, ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს, ნინო ვიბლიანს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მაიზერ ჯაფარიძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზაურ ჩართოლანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის განვითარების მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას, ასევე პროფესიული განათლების, წყლის რესურსების მართვის, ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის მოდელის განხილვას. მათ შორის განიხილეს შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება. შვეიცარიის ელჩმა ასევე ისაუბრა ახალი ოთხწლიანი სტრატეგიის შესახებ, რომელიც შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით 2022 წელს დაიწყება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასეს და ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.