რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი არ გადაკვეთოს „წითელი ხაზი“ რუსეთთან მიმართებაში და დაგმო ბელარუსის წინააღმდეგ შეთქმულების გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
„ხდება უსამართლო სანქციების გამოყენების გადაზრდა რაღაც უფრო სახიფათოში: ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“, - განაცხადა პუტინმა ერისადმი ყოველწლიური მიმართვისას.
17 აპრილს ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერილი შეთქმულება აღკვეთეს, რისი მიზანიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მკვლელობა იყო. ოფიციალური მინსკის განცხადებით, სახელმწიფო შეთქმულების მცდელობა რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს უსაფრთხოების ძალების დახმარებით აღიკვეთა.
„ჩვენ არ გვინდა ხიდების დაწვა, მაგრამ თუკი ვინმე ჩვენს კარგ განზრახვებს სისუსტედ ჩაგვითვლის, ჩვენი რეაქცია ასიმეტრიული, სწრაფი და მწვავე იქნება“, - აღნიშნა პუტინმა და დაამატა: „თავად ჩვენ გადავწყვეტთ, თითოეულ შემთხვევაში, სად გადის წითელი ხაზი“.
რუსეთის პრეზიდენტის მკაცრ გაფრთხილებას დასავლეთისადმი წინ უძღვის უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების დიდი რაოდენობით განლაგება. გავრცელებული ცნობებით, კრემლმა სადავო ტერიტორიების სიახლოვეს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.