საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
22 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 300 264 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 688-ით გაიზარდა და ის 283 557-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 10-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 981-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27 995, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 456, PCR ტესტით - 14 539;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,38%, ბოლო 14 დღის - 3,55%, ბოლო 7 დღის - 4,37%;
სულ აცრილია - 33337, დღიურად აცრილია - 1 426;
კარანტინის რეჟიმში - 224;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 424;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 621.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.