საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
თავდაცვის მინისტრმა უნგრელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენტიტეტისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, კერძოდ, სამხედრო განათლების კუთხით განხორციელებულ პროგრამებს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოში ინტეგრაციის კუთხით უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა; ასევე, შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებს. მინისტრმა SNGP-ის ფარგლებში ლოჯისტიკის ინიციატივის კონტექსტით, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების საქმეში უნგრეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მხარეებმა ბუდაპეშტის სამხედრო სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო შეხვედრების საკითხებიც განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.