საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესების მიზანშეწონილობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგები მომდევნო დღეების ვითარებას დააკვირდებიან.
გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება უკიდურესად საყურადღებოა, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მატების ფონზე იზრდება დაწოლა სამედიცინო სექტორზე და ჯანდაცვის უწყება კოვიდ-კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე დამატებით ათასი ახალი საწოლი იქნება. ასევე, მობილიზებულია კოვიდ-სასტუმროები, რომლებზეც მოთხოვნა ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.