საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზური ენის დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი მისალოც წერილს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველო აქ მცხოვრები ყველა ხალხის საერთო სახლია, თითოეული ეთნოსის კულტურა და თვითმყოფადობა კი ჩვენი საგანძურის ნაწილია.
"ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს, მთელ ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ აფხაზური ენის დღეს!
ჩვენი სამშობლო აქ მცხოვრები ყველა ხალხის საერთო სახლია, თითოეული ეთნოსის კულტურა და თვითმყოფადობა ჩვენი საგანძურის ნაწილია და მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს საქმეა.
ეს განსაკუთრებით შეეხება აფხაზურ ენას, რომელიც აფხაზური იდენტობისა და კულტურის საფუძველია.
მჯერა, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც ქართველები და აფხაზები შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას, მზერას საერთო მომავალს მივაპყრობთ და ერთ - მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე ვილაპრაკებთ", - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.