საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. დაზვერვის სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.
შალვა ლომიძე დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2014-2020 წლებში - დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; მუშაობდა უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვის მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.