ძლიერი წვიმის შედგეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინსტაციული ერთეულის სოფელ ჟაბეშში, რამდენჯერმე ადიდდა ღელე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდი. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მესტიის მერიის ცნობით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში ხდება ღელის განტვირთვა. ამ დროისთვის კვლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე.
უშგულის თემში, სტიქიამ სოფელ მურყმელსა და ჩაჟაშს შორის გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, ამ დროისთვის შეუძლებელია აღნიშნულ სოფლებს შორის ავტომობილით გადაადგილება.
ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარე დევრამ დააზიანა შიდა სასოფლო გზები და ხიდი.
როგორც მესტიის მერიაში აცხადებენ, მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო სამუშაოები, რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.