"სტერეო+" სატელევიზიო არხების გათიშვაზე განცხადებას ავრცელებს
27-10-2015, 23:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია "სტერეო+"-ის განმარტებით, სატელევიზიო არხების გათიშვა წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი იყო. "სტერეო+"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ გუშინ, 20:22 საათზე, 2014 წლის 25 დეკემბრის შემდეგ პირველად, მოხდა "სტერეო+"-ის სათავო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვა, რომლის ფუნქციონირებაც თავის თავზე სარეზერვო სერვერმა აიღო.


"მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, მოხდა სატელევიზიო არხების გათიშვა. გადატვირთვის დრომ შეადგინა 76 წამი, რის შემდგომაც სისტემის ფუნქციონირება აღდგა. ამ მოვლენამ გამოიწვია სხვადასხვა ტიპის მიმღებ მოწყობილობებში განსხვავებული ეფექტი დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ეს იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი. მსგავსი მოვლენის შემთხვევაში ეფექტის დროის შესამცირებლად სასურველია მიმღები მოწყობილობის ოპერატიული გადატვირთვა. კომპანია წუხს მაყურებლისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია "სტერეო+"-ის განცხადებაში.


გუშინ "სტერეო+"-ის ქსელში ციფრული მაუწყებლობა რამდენიმე წუთით გაითიშა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი