მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. არ შეიძლება შეწყალება მხოლოდ ერთ კაცზე იყოს მორგებული, სასურველია საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების ფართო აქტი გამოსცეს, - ამის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის თანახმად შეწყალების შეუზღუდავი უფლება გააჩნია. პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი, მაგრამ მაინც შეიწყალებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მასზე ზეგავლენას შეწყალების საკითხში ვერავინ ვენ მოახდენს.
ბოლო ორი წელია შეწყალება მხოლოდ პოლიტიკური გარიგები საფუძველზე ხდება, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს სერიოზულ ჩრდილს აყენებს. გასაგებია, რომ პრეზიდენტს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, მაგრამ ასეთი ზეწოლის შედეგად გაკეთებული შეწყალება საზოგადოებაში ძალიან ცუდად აღიქმება. პოლიტიკური შეთანხმების შესრულებაზე პრეზიდენტი უარს ვერ იტყვის, მაგარმ მას შეუძლია მარტო რურუაზე კია არ გამოსცეს შეწყალების აქტი, არამედ შეიწყალოს სხვებიც, პირველ რიგში კი ყველა ის პირი, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყვნენ რეპრესირებულნი და მათ მიმართ სამართლიანობა დღემდე არ აღდგენილა.
ამ ადამიანების განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კარგახანია დევს.
მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს!
შეწყალების აქტი, არამარტო ერთ პირზე გაავრცელოთ, არამედ გაკეთდეს სია, სადაც პირველ რიგში შეყვანილი იქნებიან მსჯავრდებულნი, რომელთა მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2012 წლის 11 ოქტომბრამდე.
ასეთი შეჯერებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის თავისუფლების მაჩვენებელი იქნება, რაც საზოგადოებაში დადებითად იქნება აღქმული, ვიდრე ერთ პირის პოლიტიკური გარიგებით შეწყალება“, - აცხადებს ლევან მამალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.