„რიონის ხეობის მცველები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „ნამახვანჰესის“ საკითხზე გავრცელებული განცხადებით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ პროტესტის გაგრძელებას არ შეწყვეტენ.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, „რიონის ხეობის მცველები“ 23 მაისს აქციებს უკვე თბილისში დაიწყებენ.
„თუკი დიალოგი უნდა შემდგარიყო, ამისთვის აუცილებელი პირობა იყო ის, რომ ხელისუფლებას დაეშვა იმის შესაძლებლობა, რომ ჰესი შეიძლებოდა არ აშენებულიყო. ეს იყო აუცილებელი პირობა დიალოგის დასაწყებად. ვხედავთ, რომ ეს განცხადება პირდაპირ ამბობს იმას, რომ კაშახალი ყველა შემთხვევაში აშენდება. ჩვენთან არ ჰქონია დიალოგი ხელისუფლებას და ჩვენ არ გვითქვამს, რა კითხვები გვაქვს, რა შენიშვნები გვაქვს, ამაზე არ ყოფილა ლაპარაკი და დამოუკიდებლად უთანხმდება სხვა ხალხს. 23 მაისიდან ჩვენ დავიწყებთ აქციებს დედაქალაქში. ეს იქნება განგრძობადი იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ყველა ჩვენი ძირითადი მოთხოვნა“, განაცხადა გოლეთიანმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.