ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და თავდასხმა ქართულ ჯარზე
24-04-2021, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უწყების მისამართით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და თავდასხმა ქართულ ჯარზე, - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 


მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები ქართულ ჯარში იმ უპრეცედენტო აღმშენებლობის პროცესს უკავშირდება, რომელიც პრემიერის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და კვლავაც გრძელდება. მან აბსურდი უწოდა ბრალდებებს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს სამხედროებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და აღნიშნა, რომ ქართული ჯარის მხარდაჭერა, სწორედ იმ წარმატებულმა რეფორმებმა განაპირობა, რაც უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძე გარკვეული მედიასაშუალებების მიერ აუდიტის დასკვნის ინტერპრეტაციასაც გამოეხმაურა. „ეს არის წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მიერ მიტაცებული თანხები, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და ბუნებრივია, ეს არის დებიტორად აღრიცხული ჩვენს ბალანსში. უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ ჩვენი ხელისუფლების ნაკლოვანებად. ჩვენ პირიქით, გავასწორეთ აღნიშნული მონაცემები ბალანსში და 2020 წელი იქნება გასწორებული საბჭოთა მემკვიდრეობიდან მოყოლებული. ეს ვერ შეძლო ვერცერთმა ხელმძღვანელობამ“, - განმარტა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი